Monday, July 23, 2018

გაკვეთილის გეგმა-იერუსალიმი:ისრაელის დედაქალაქი თუ სამი რელიგიის ცენტრი



Image result for ებრაულ-არაბული კონფლიქტის შედეგები
წმინდა  ქალაქი

მთავარი თემა/გაკვეთილის თემა
იერუსალიმი-ისრაელის დედაქალაქი თუ სამი რელიგიის ცენტრი?
თემის მნიშვნელობა/აქტუალობა
თემა მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს არის თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ცხელი წერტილი და ჯერჯერობით, შეიძლება ითქ-ვას, უიმედო კონფლიქტის ზონა. მოსწავლეები გაიხსენებენ ცნებებს: ქალაქი, დედაქალაქი, კონფლიქტი, იუდაიზმი. ქრისტიანობა, ისლამი, ტოლერანტობა..არაბულ-ებრაული კოფლიქტის შესაძლო მიზეზების გაცნობა მოსწავლეებს დაეხმარება მე-8 კლასის მასალის ათვისებაში,იმსჯელებენ კონფლიქტის გადაჭრის გზებზე.

გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას  იერუსალიმის შესახებ, გაიაზრებენ რატომ არის ის სამი რელიგიის წმინდა ქალაქი, მოკლედ გაეცნობიან ებრაულ-არაბული კონფლიქტის წარ-მოშობის ისტორიას და ამის შემდეგ მათ ეცოდინებათ რელი-გიური ტოლერანტობა, განუვითარდებათ ისტორიული მოვ-ლენების დროსა და სივრცეში ორიენტირების, თანამშრომ-ლობის და კომუნიკაციის, მსჯელობის უნარები; გამოიყენებენ რუკას თემატური დანიშნულებით.
ისტ.VII.1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს   ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.ისტ.VII.9. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს რელიგიის მნიშვნელობა  საზოგადოების ცხოვრებასა და მსოფლიო ისტორიულ პროცესებში.ისტ.VII.10.  მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა კულტურის შემადგენელ ნაწილებზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      ისტორიულ მოვლენებს გადმოსცემს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, აკავშირებს ისტორიულ ფაქტებს  ძველი და ახალი წელთაღრიცხის სისტემასთან;
·      ინდივიდუალურად ან კლასში ჯგუფური მუშაობისას დროის ხაზზე (სკალაზე) აღნიშნავს ისტორიულ თარიღებს ან ისტორიულ პერიოდებს; 
·      ადგენს ცხრილს, რომელშიც სახელმძღვანელოში არსებულ  თემებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან თარიღებს ალაგებს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით და მიაკუთვნებს მათ შესაბამის ისტორიულ ეპოქას. მაგ.:

·       სახელმძღვანელოს, დამატებითი ლიტერატურისა, თუ ვიზუალური მასალის საფუძველზე საუბრობს სხვადასხვა ეპოქის საზოგადოების რელიგიებზე;
·       გუფური მუშაობისას რომელიმე ქვეყნის მაგალითზე მსჯელობს რელიგიური ტოლერანტობის შესახებ (როგორც წარსულში, ასევე დღეს);
·       რუკაზე უჩვენებს მისთვის ცნობილი რელიგიების წარმოშობის ადგილებს, გავრცელების დღევანდელ არეალებს და ჩამოთვლის მათთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკულტო ძეგლებს, სიმბოლოებსა და ტრადიციებს;
·       რომელიმე ქვეყნის რელიგიისა და კულტურის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მსჯელობს, თუ როგორ დაეხმარებოდა ეს ინფორმაცია ამ ქვეყანაში მოგზაურობის დროს.

გაკვეთილის ძირითადი თემატური ერთეულები(რაზე ვისაუბრებთ, ...
ქალაქის გეოგრაფიული მდებარეობა;
ქალაქის ისტორია;
ქალაქის სტატუსი;
„წმინდა ქალაქი“: იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი
ებრაულ-არაბული კონფლიქტი;
კონფლიქტის შედეგები;
კონფლიქტის გადაჭრის გზები
წინარე ცოდნა
მსოფლიო რელიგიები-ქრისტიანობა და ისლამი, უძველესი მონოთეისტური რელიგია-იუდაიზმი; ცნებები- ქალაქი,დედაქალაქი; ებრაელები და არაბები; კონფლიქტი

შეფასების საგანი და პროცედურები
განმავითარებელი შეფასება, ანალიტიკური აზროვნების შეფასების რუბრიკა, ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა, მოსწავლეთა თვითშეფასების რუბრიკა, რუკაზე მუშაობა, მსჯელობის და არგუმენტირების უნარი
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო+ინტერნეტი,დაფა ,მარკერი, პროექტორი,თვალსაჩინოება
გაკვეთილის მსვლელობა
A ფაზა
აქტივობა1.საშინაო დავალების შემოწმება,ანალიზი
აქტივობა -შემოვლა
ორგანიზების ფორმა -მთელი კლასი
2.პროვოცირება
აქტივობა2.  კითხვა პასუხი

B-ფაზა  ახალი მასალის ახსნა
აქტივობა 3.  მინი ლექცია (მოსწავლეებს ვესაუბრები  იერუსალიმის რელიგიურ მნიშვნელობაზე და გაეროს მიერ მინიჭებულ სტატუსზე, ომის მიზეზებსა და შედეგებზე, რუკაზე ვაჩვენებ შესაბამის გეოგრაფიულ არეალს, პროექტორით ვუჩვენებ მომზადებულ პრეზენტაციას-„წმინდა ქალაქი“, სადაც ყურადღება გამახვილებულია თუ რატომაა იერუსალიმი ძვირფასი იუდეველებისთვის, ქრისტი-ანებისა და მუსლიმებისათვის, და რაოდენ მძაფრდება პოლიტიკური კონფლიქტი რელიგიური დაპირისპირების ფონზე.
ორგანიზების ფორმა-მთელი კლასი

C-ფაზა-ახალი მასალის განმტკიცება
აქტივობა 4 მთავარ კითხვაზე პასუხი. მოსწავლეები ინდივიდუ-ალურად აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას
აქტივობა-5 პოზიციის არგუმენტირება
აქტივობა 6 ჯგუფური მუშაობა წყაროებზე-დაუმთავრებელი ომი
ა) დაწყება
ბ) მიმდინარეობა
გ) შედეგები
აქტივობა 7 პრეზენტაცია
  გაკვეთილის  შეჯამება
აქტივობა-კითხვა -პასუხი
1.რა გვასწავლა ამ გაკვეთილმა?
2.რით იყო თქვენთვის გამორჩეული?
3.ხომ არ დარჩა რაიმე ბუნდოვანი?
საშინაო დავალება(წერითი)-როგორ გადავჭრათ კონფლიქტი

დიფერენცირებული სწვლება
საჭიროების შემთხვევაში გვაქვს შესაფერისი გეგმა