სასწავლო პროექტის გეგმა






Image result for ჰომინიდები
   
                                                დმანისი-1მლნ 800 ათასი წელი

პროექტის სახელწოდება:

         „ქართველი“ ჰომინიდები
პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით
პრეისტორიული ხანა კაცობრიობის ძალზე შორეული პერიოდია...ათწლეულების განმავლობაში არქეოლოგები ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევენ წინ და ცდილობენ უძველეს ადამიანთა ყოფა-ცხოვრება აღადგინონ. მოსწავლეები თემის შესასწავლად გავლენ საკლასო ოთახიდან და თანამედროვე ტექნოლოგიების და სხვა რესურსების დახმარებით შეძლებენ ამ ეპოქის სიღრმისეულ შესწავლას; ისინი მიხვდებიან, რომ წინარეისტორიულ ხანაში მოხდა ისეთი სამეურნეო და სოციალური ძვრები,რამაც ადამიანთა მომავალი ასწლეულობით განსაზღვრა.
პროექტის აქტუალობა:
დმანისში აღმოჩენილი უძველესი ჰომინიდების ჩონჩხმა შეცვალა არა მხოლოდ საქართველოს ისტორიის გარკვეული ეტაპი, არამედ მსოფლიო ისტორიაც. მზია და ზეზვა -„პირველი ევროპელები“, ადასტურებენ, რომ კავკასია მათთვის ხელსაყრელი გეოგრაფიული საცხოვრებელი გარემო იყო. ამ ფაქტის მსოფლიოობას ხაზს უსვამს ის გარემოება, რომ აღმოჩენა ქართველმა არქეოლოგებმა გერმანელ კოლეგებთან ერთად განახორციელეს. აღმოჩენის შედეგი სენსაციური იყო-ჰომინიდები ევროპაში კავკასიიდან განსახლდნენ. შეძენილი ცოდნის საფუძველზე მოსწავლეები უკვე თავად გაუწევენ საკუთარი ქვეყნის ისტორიას პოპულარიზაციას ტურისტების წინაშე.

პროექტის მიზანი:

ქვის ხანის ეტაპობრივი მახასიათებლების დახა-რისხება; ადამიანის სამეურნეო და საზოგადოებრივი განვითარების საფეხურების შესწავლა. პირველყოფილი საზოგადოების დახასიათება: მომ-თაბარეობა, პირველი მიწათმოქმედები, ცეცხლის აღმომჩენნი. ჰომინიდთა უძველესი განსახლების არეალის რუკაზე მონიშვნა.
მონაწილეთა ასაკი
XI კლ
ვადები/ხანგრძლივობა

ორი/სამი კვირა
მოსალოდნელი შედეგები/პრო-დუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:

მოსწავლეები შეიძენენ დამატებით ცოდნას აღნიშ-ნულ თემაზე, გააკეთებენ ჩანახატებს პირველყო-ფილი ადამიანის ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ, დაამზადებენ მარტივ უძველეს იარაღს,სამუ-ზეუმო მასალის საფუძველზე გააკეთებენ კედლის გაზეთს, მოაწყობენ პრეზენტაციებს ისტ-ის საშუა-ლებით, შექმნიან წიგნს
პროექტისათვის საჭირო რესურსები:
წიგნი,ტრანსპორტი, ფოტოაპარატი, კომპიუტერი, ფორმატი, რუკა, მუზეუმი, ფერადი ფანქრები, პროექტორი, თაბახები
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):

თემის შერჩევა ესგ-ის საფუძველზე და მოსწავლეთა ინტერესის გათვალისწინებით, ჯგუფებად დაყოფა-საკითხების/სამუშაოს განაწილება, ექსკურსია დმა-ნისში, ადგილობრივ მუზეუმში, საჭირო ინფორმა-ციის მოძიება ინტერნეტში,მასალის დახარისხება, ჩანახატების მომზადება, პრეზენტაციების ჩვენება, წიგნის გამოფენა
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებ-თან/ესგ-თან კავშირი:
ისტ.
პროექტის ხელმძღვანელი:
ისტორიის პედაგოგი ზოია გამგებელი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
zoiagamgebeli@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:

ict-zoiagamgebeli.blogspot.com

No comments:

Post a Comment